საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლა

იმისათვის, რათა გააფორმოთ რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლა, აუცილებელია მიმართოთ რუსეთის სავიზო ცენტრს თბილისში, სამუშაო დროის ფარგლებში (წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა), ამასთან თან უნდა იქონიოთ:

  • საზღვარგარეთის და ზოგადსამოქალაქო [ორდინალური] (მისი არსებობის შემთხვევაში) პასპორტები*;
  • ორი შავ-თეთრი ან ფერადი ფოტო ზომით 3.5×4.5 სმ (ფოტოების დამზადება შესაძლებელია სავიზო ცენტრში დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში);
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოცვლილი გაქვთ გვარი, სახელი ან მამის სახელი – აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი**;
  • განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • უცხოური სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს დოკუმენტი განმცხადებლის განსხვავებული მოქალაქეობის არსებობის თაობაზე, ან განმცხადებლის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მისთვის განსხვავებული მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობის დადასტურება;
  • რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის თაობაზე.

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობასა და მათში მითითებული მონაცემების სისწორეს;
  • დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლებს (ასლების ღირებულება შედის სასერვისო მოსაკრებელში);
  • აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოგიდგენთ რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში წარსადგენი წერილის ნიმუშს, საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ ცნობის მისაღებად;
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს მას და შეგატყობინებთ განაცხადის ნომერს;
  • ჩაგწერთ მიღებაზე საკონსულო განყოფილებაში და გადმოგცემთ დოკუმენტების შემოწმებულ კომპლექტს.

სასერვისო მოსაკრებელი სავიზო ცენტრის მომსახურებაზე შეადგენს 90 ლარს.

შენიშვნები:

* იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურა, ჯერ აუცილებლად უნდა გააფორმოთ ახალი საზღვარგარეთის პასპორტი და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ შეიტანოთ დოკუმენტები მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე. ასევე საჭიროა დარწმუნდეთ, რომ საზღვარგარეთის პასპორტში ლათინური ასოებით ჩაწერილი გვარი-სახელი-მამის სახელი ემთხვევა წარმოსადგენ უცხოურ დოკუმენტებში ჩაწერილს.

ზოგადსამოქალაქო [ორდინალური] პასპორტის არქონის, ან მასში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ აღნიშვნის არარსებობის შემთხვევაში, დამატებით წარიდგინება დოკუმენტი რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე.

** ყველა უცხოური დოკუმენტი უნდა იყოს გადათარგმნილი რუსულ ენაზე, ინტერესის სექციის მოთხოვნების შესაბამისად.