რუსეთის მოქალაქეობიდან ბავშვის მშობლებთან ერთად გამოსვლა

იმისათვის, რათა გააფორმოთ რუსეთის მოქალაქეობიდან თქვენი ბავშვთან ერთად გამოსვლა, აუცილებელია მიმართოთ რუსეთის სავიზო ცენტრს თბილისში, სამუშაო დროის ფარგლებში (წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა), ამასთან თან უნდა იქონიოთ:

  • საზღვარგარეთის და ზოგადსამოქალაქო [ორდინალური] (მისი არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ აღნიშვნებით) პასპორტები*;
  • ორი შავ-თეთრი ან ფერადი ფოტო ზომით 3.5×4.5 სმ (ფოტოების დამზადება შესაძლებელია სავიზო ცენტრში დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში);
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოცვლილი გაქვთ გვარი, სახელი ან მამის სახელი – აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი**;
  • უცხოური სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს დოკუმენტი განმცხადებლის განსხვავებული მოქალაქეობის არსებობის თაობაზე, ან განმცხადებლის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მისთვის განსხვავებული მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობის დადასტურება**;
  • რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის თაობაზე;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა და პასპორტი (მისი არსებობის შემთხვევაში)**;
  • უცხოური სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს დოკუმენტი ბავშვის განსხვავებული მოქალაქეობის არსებობის თაობაზე, ან ბავშვის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მისთვის განსხვავებული მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობის დადასტურება**;
  • იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეორე მშობელი რჩება რუსეთის მოქალაქედ, ასევე წარიდგინება მეორე მშობლის რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული მშობელი ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე, დასაშვებია მისი პასპორტის ასლის წარმოდგენა, რომელიც დამოწმებული იქნება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხებში მთავარი სამმართველოს მიერ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და თავისუფალი ფორმით შევსებული განცხადება ბავშვის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე.

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული მონაცემების სისწორეს;
  • დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლებს (ასლების ღირებულება შედის სასერვისო მოსაკრებელში);
  • აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოგიდგენთ რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში წარსადგენი წერილის ნიმუშს, საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ ცნობის მისაღებად;
  • წარმოგიდგენთ 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის შესახებ თანხმობის ნიმუშებს და განსხვავებული მოქალაქეობის მქონე მშობლის თანხმობის ნიმუშებს, ბავშვის მიერ რუსეთის მოქალაქეობის შეძენის თაობაზე ***;
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს მას და შეგატყობინებთ განაცხადის ნომერს;
  • გადმოგცემთ დოკუმენტების შემოწმებულ კომპლექტს.

სასერვისო მოსაკრებელი სავიზო ცენტრი მომსახურებაზე შეადგენს 90 GEL.

შენიშვნები:

* იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურა, ჯერ აუცილებლად უნდა გააფორმოთ ახალი საზღვარგარეთის პასპორტი და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ შეიტანოთ დოკუმენტები მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე. ასევე საჭიროა დარწმუნდეთ, რომ საზღვარგარეთის პასპორტში ლათინური ასოებით ჩაწერილი გვარი-სახელი-მამის სახელი ემთხვევა წარმოსადგენ უცხოურ დოკუმენტებში ჩაწერილს.

ზოგადსამოქალაქო [ორდინალური] პასპორტის არქონის, ან მასში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ აღნიშვნის არარსებობის შემთხვევაში, დამატებით წარიდგინება დოკუმენტი რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე.

** ყველა უცხოური დოკუმენტი უნდა იყოს გადათარგმნილი რუსულ ენაზე, ინტერესის სექციის მოთხოვნების შესაბამისად.

*** ამგვარ განცხადებაში ბავშვის რუსეთის ფედერაციიდან გამოსვლის შესახებ თანხმობის მომცემი მშობლის ხელმოწერის დამოწმება ხორციელდება ნოტარიალურად. შესაბამისი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, მეორე მშობლის თანხმობის მაგივრად წარმოდგენილ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მშობლის გარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების, ან მის მიერ მშობლის უფლებების დაკარგვის შესახებ, ან აღნიშნული მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ან თავისუფალი ფორმით შედგენილი განცხადება, განმცხადებლის განკარგულებაში მოხსენიებული მშობლის ადგილსამყოფელზე რაიმე ცნობების არქონის თაობაზე, ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი მარტოხელა მშობელია.