ტრანზიტული ვიზა
ჩვეულებრივი ერთჯერადი ტრანზიტული ვიზა ეძლევა საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით ტრანზიტული მგზავრობის მიზნით, 10-დღიანი ვადით (საავტომობილო ტრანსპორტით ან მატარებლით) ან 3-დღიანი ვადით (ავიატრანსპორტით) რუსეთის ფედერაციიდან გამგზავრების სამგზავრო ბილეთების საფუძველზე, მოქმედი ვიზის არსებობის საფუძველზე მეზობელ სახელწმიფო შესასვლელად, ან დანიშნულების სახელმწიფოების ვიზის, ან ამ სახელმწიფოს პასპორტის საფუძველზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით მიემართება დანიშნულების სახელმწიფოში მსუბუქი ან სატვირთო ავტოტრანსპორტით, ტრანზიტული ვიზა გაიცემა ხანმოკლე მარშრუტის გავლისთვის საჭირო ვადით (არაუმეტეს 10 დღე). ასეთ შემთხვევაში ვიზის მოქმედების ვადა გამოითვლება სავარაუდო საშუალოდღიური გარბენიდან გამომდინარე, 500 კმ ტოლი.
ორჯერადი ტრანზიტული ვიზის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ესაჭიროება ტრანზიტით გავლა რუსეთძე მესამე ქვეყანაში და შემდეგ ისევ რუსეთით დაბრუნება ერთ თვეზე მეტ ხანს, საჭიროა გაფორმდეს ერთჯერადი ტრანზიტული ვიზა , ხოლო მეორე ტრანზიტული ვიზა მიიღოს იმ ქვეყნის რუსეთის საკონსულოში, რომელშიც თავდაპირველად მიემგზავრება უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რუსეთის ტრანზიტული ვიზის მიღება არ ესაჭიროება:
- გადაჯდომის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ფრენის შემთხვევაში;
- რუსეთის ფედერაციის აეროპორტში გადაჯდომის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ტრანზიტული ზონა, და შემდგომი ფრენის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში 24 საათის განმავლოაში რუსეთის ფედერაციის აეროპორტში ჩამოსვლის მომენტიდან. მნიშვნელოვანია! იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ ტრანზიტული ზონის დატოვებას, ტრანზიტული ვიზის გაფორმება არ არის აუცილებელი!
მიაქციეთ ყურადღება! ევროპის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის გამო მონაწილე ქვეყნებს შორის ყველა რეისი განიხილება როგორც შიდა რეისი. ამგვარად, სასაზღვრო და საპასპორტო კონტროლის გავლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთ ქვეყანაში. ამ მიზეზით, მგზავრები, რომლებიც მიემართებიან მონაწილე-ქვეყნებში რუსეთში გადაჯდომით, ვალდებულნი არიან გააფორმონ რუსეთის ტრანზიტული ვიზა.
მიაქციეთ ყურადღება! თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, გთხოვთ დააზუსტოთ მოთხოვნები ჩასაბარებელი დოკუმენტების შესახებ, საკონსულო მოსაკრებლის ტარიფები და ვიზის გაფორმების ვადები, თქვენ ქვეყნაში არსებული რუსეთის საკონსულოს საიტზე.
ჩვეულებრივი ერთჯერადი ან ორჯერადი ტრანზიტული ვიზის გასაფორმებლად საჭიროა წარმაოდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- რუსეთის ფედერაციაში შესვლის და დაბრუნების მოქმედი სამგზავრო ბილეთები;
- რუსეთის ფედერაციის მეზობელ სახელმწიფოში გასამგზავრი ვიზა რუსეთის ფედერაციის გავლით, ან დანიშნულების სახელმწიფოს ვიზა, ან ამ სახელმწიფო პასპორი, ან მოტივირებული თხოვნა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გაჩერების აუცილებლობას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ვიზის წარდგენა არ არის საჭირო იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ მეზობელ სახელმწიფოში ან დანიშნულების სახელმწიფოში, მათ სორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
- საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც არის არანაკლებ 2 სუფთა ფურცელი ვიზისთვის, რომელიც ძალაშია ვიზის მოქმედების ვადის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში;
- პასპორტის პირადი მონაცემების და ფოტო სურათის გვერდის ქსეროასლი (ბიოგრაფიული მონაცემებით). პასპორტის აღნიშნული გვერდი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, გაცემის და მოქმედების ვადის თარიღები და მფლობელის ფოტოსურათი.
-
სავიზო ანკეტა, შევსებული საიტზე visa.kdmid.ru, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ პირადად;
სავიზო ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ სავიზო ანკეტის შევსების მომსახურებით. - დოკუმენტების ჩაბარებამდე გადაღებული ფერადი ფოტოსურათი 3,5×4,5 სმ ღია ფონზე სახის მკვეთრი გამოსახულებით დაბინდული მინების მქონე სათვალისა და თავსაბურავის გარეშე (გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი ნაციონალური ან რელიგიური კუთვნილების გამო პასპორტის ფოტოზე გამოისახებიან თავსაბურავით). ოსლოს ან კირკენესეს სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი მომსახურება ექსპრეს-ფოტოს დასამზადებლად;
- სამედიცინო დაზღვევი პოლისი, რომელიც მოქმედების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ფარავს ვიზის მოქმედების ვადას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ეფუძნება ორმხრივ ურთიერთობას.
მნიშვნელოვანია! იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ორი და მეტი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, გთხოვთ, რუსეთის სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარებამდე, დარწმუნდით, რომ სხვა დოკუმენტში არ არის მოქმედი ვიზა.
მიაქციეთ ყურადღება! საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ვიზის გასაფორმებლად, მოგიწვიონ გასაუბრებაზე ან გაზარდონ ვიზის გაფორმების ვადა.
ვიზის გაფორმების ვადები და მოსაკრებლები
განხილვის ვადები | საკონსულო მოსაკრებელი | მომსახურების მოსაკრებელი (დღგ-ს ჩათვლით) |
---|---|---|
ერთჯერადი/ორჯერადი ვიზა | ||
4-20 სამუშაო დღე | 80/128 USD | 33 USD |
მიაქციეთ ყურადღება:
- ყველა მოსაკრებელს იხდით სავიზო ცენტრში ქართულ ლარში გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
- თუ მიმართავენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთანაც რუსეთის ფედერაციას აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრება მოსაკრებლების განაკვეთის ოდენობა ვიზის გაცემაზე ან ითვალისწინებს გადაუხდელობას, გამოიყენება შესამაბისი ხელშეკრულების დებულებები.
- რუსეთის ინეტერსთა სექცია, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაფორმების შესახებ შუამდგომლობის მიხედვით 10 სამუშაო დღის განმავლობაში სავიზო ცენტრიდან რუსეთის ინტერესთა სექციაში დოკუმენტების ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების მიღების ვადა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე. გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 3 სამუშაო დღემდე ან ნაკლები.
სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების მომსახურება.
ანკეტა რუსეთის ვიზის მისაღებად ივსება მხოლოდ ელექტრონულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საიტზე https://visa.kdmid.ru.
რუსეთის სავიზო ცენტრი გთავაზობთ დამატებით მომსახურებას ელექტრონული სავიზო ანკეტის შესავსებად სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარების დროს. ანკეტის შევსების საფასური შეადგენს 15 GEL (ერთი გვერდი) საქართველოს მოქალაქეებისთვის შევსებული ანკეტა, ძირითად შემთხვევაში, შეადგენს 3 გვერდს.
ჩვენ არ გირჩევთ, მიმართოთ ანკეტის შესავსებად სხვა კომპანიებს და უცხო პირებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ გადაჭარბებულ თანხას თავისი მომსახურებისთვის, გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვიზის გაფორმების პროცესზე და უშვებენ შეცდომებს, რის გამოც მოგიწევთ ანკეტის შევსება თავიდან.
თითოელ აპლიკანტზე ივსება ცალკე ანკეტა.
თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ანკეტის შევსებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციაები:
- ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამის ინფორმაციას საიტზე.
- საქართველოს, ავსტრალიის და დსთ-ს მოქალაქეებმა ანკეტა უნდა შეავსონ რუსულ ენაზე ( სახელის და გვარის გარდა, რომლებიც ივსება ლათინური ასოებით, პასპორტის იდენტურად)
- ახალი ანკეტის შევსებისას მოიფიქრეთ პაროლი, რომელიც შედგება ლათინური ასოებისა და ციფრეფისგან.
- დაიწერეთ თქვენი ანკეტის პაროლი და ნომერი, რომელიც მიენიჭება ანკეტას ავტომატურად. იქონიეთ ანკეტის პაროლი და ნომერი დოკუმენტების ჩაბარების დროს. თუ საჭირო იქნება ანკეტაში ცვლილების შეტანა და დაბეჭვდა, დაგჭირდებათ ანკეტის ნომერი და პაროლი, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ანკეტის შევსება თავიდან.
- აპლიკანტის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ანკეტაში პასპორტის მონაცემების იდენტურად.
- მგზავრობის დანიშნულება, ვიზის ვადები და ჯერადობა, მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მონაცემები (სახელი/დასახელება, დაბადების თარიღი, მისამართი) უნდა ემთხვეოდეს მოწვევის მონაცემებს.
-
ანკეტის შევსების დროს რუსულ ენაზე მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მისამართი მე-11 პუნქტში, უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად მოკლედ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დამუშავებული აბრევიატურების გამოყენებით, დასახლებების სახეები და სახელები, პუნქტუაციის ნიშნებისა და სიტყვების, სივრცის ნომრები, შენობები, ბინები. სახლი და ბინის ნომრები იწერება «д.», «кв.», «корп.» გარეშე, ა.შ.
მისამართის ჩაწერის ნიმუში:
ОБЛ.ОРЛОВСКАЯ,Г.ОРЕЛ,УЛ.МОЛОДЕЖИ,1-18
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზის ჯერადობის შემცირება (მაგ.: მრავალჯერადი ან ორჯერადი ვიზის მაგივრად ერთჯერადი ვიზა) ამ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა ოპერატორთან დოკუმენტების ჩაბარების დროს და სავიზო ცენტრის თანამშრომელი შეგავსებინებთ შესაბამის განცხადებას.
- შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ რუსეთში და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებში, პასპორტში არსებული საზღვრის გადაკვეთის შტამპების შესაბამისად.
- ელექტრონული განაცხადის შევსებისას შეარჩიეთ განაცხადის წარდგენის ადგილი — Визовый центр Interlink Services (Тбилиси).
- საიტზე ანკეტის შევსების შემდეგ დაბეჭდეთ ანკეტა ერთ ეგზემპლარად, თან იქონიეთ საბუთების ჩაბარების დროს სავიზო ცენტრში.
- თუ, თქვენ არ გაქვთ პრინტერი, ჩვენ ამოგიბეჭდავთ ანკეტას, ერთი გვერდის ღირებულება 2 GEL.
პატივცემული განმცხადებლებო!
გაცნობებთ, რომ რუსეთის სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი დამატებითი ფასიანი მომსახურებით:
- სავიზო ანკეტის შემვსება;
- დოკუმენტების კოპირება/ამობეჭდვა;
- ექსპრეს-ფოტოს დამზადება;
- დოკუმენტების დამუშავება ფოსტით;
- დოკუმენტების ექსპრეს-მიტანა მიმართვის დღეს;
- გამზადებული დოკუმენტების კურიერული მიტანა;
- სმს-შეტყობინება;
- პრემიუმ დარბაზი.
მთავარია იცოდეთ!
- ზემოთჩამოთვლილი მომსახურების შეძენა არ ახდენს გავლენას განცხადების განხილვის წესს ვიზის მისაღებად და არ იძლევა გარანტიას ვიზის გაცემაზე;
- გაწეული მომსახურების ღირებულებას იხდით დამატებით მომსახურების მოსაკრებლის გარდა;
- ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით;
- გთხოვთ, გაეცანით მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათი გაფორმების წინ.