სამუშაო ვიზა
ჩვეულებრივი სამუშაო ვიზა ეძლევა საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის ფედერაციაში შესასვლელად დასაქმების მიზნით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს (რუსეთის შსს) გაფორმებული მოწვევის საფუძველზე.
ვიზის გაგრძელების საფუძველია შრომის ან სამოქალაქო შრომითი ხელშეკრულება სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც გაფორმებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო ვიზა მხოლოდ ერთჯერადია, რომლის მოქმედების ვადაა 90 დღემდე (გამონაკლისია ვიზები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის).
მიაქციეთ ყურადღება! თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, გთხოვთ დააზუსტოთ მოთხოვნები ჩასაბარებელი დოკუმენტების შესახებ, საკონსულო მოსაკრებლის ტარიფები და ვიზის გაფორმების ვადები, თქვენ ქვეყნაში არსებული რუსეთის საკონსულოს საიტზე.
ჩვეულებრივი ერთჯერადი ან მრავალჯერადი სამუშაო ვიზის გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოთ:
-
რუსეთის შსს-ს მიერ გაფორმებული რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოწვევა
;
- საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც არის არანაკლებ 2 სუფთა ფურცელი ვიზისთვის, რომელიც ძალაშია ვიზის მოქმედების ვადის დასრულებიდან 1,5 წლის განმავლობაში;
- სავიზო ანკეტა, შევსებული საიტზე visa.kdmid.ru, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ პირადად;
- სავიზო ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ სავიზო ანკეტის შევსების მომსახურებით.
- ფერადი ფოტოსურათი 3,5×4,5 სმ ღია ფონზე სახის მკვეთრი გამოსახულებით დაბინდული მინების მქონე სათვალისა და თავსაბურავის გარეშე (გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი ნაციონალური ან რელიგიური კუთვნილების გამო პასპორტის ფოტოზე გამოისახებიან თავსაბურავით).
- სამედიცინო დაზღვევის პოლისი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ფარავს ვიზის მოქმედების ვადას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ეფუძნება ორმხრივ ურთიერთობას. საქართველოს მოქალაქეებს სადაზღვეო პოლისი არ სჭირდებათ.
- სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის მოქალაქის აივ-ინფექციის არქონას;
მნიშვნელოვანია! იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ორი და მეტი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, გთხოვთ, რუსეთის სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარებამდე, დარწმუნდით, რომ სხვა დოკუმენტში არ არის მოქმედი ვიზა.
მიაქციეთ ყურადღება! საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ვიზის გასაფორმებლად, მოგიწვიონ გასაუბრებაზე ან გაზარდონ ვიზის გაფორმების ვადა.
ვიზის გაფორმების ვადები და მოსაკრებლები
განხილვის ვადა | საკონსულო მოსაკრებელი | მომსახურების მოსაკრებელი (დღგ-ს ჩათვლით) |
---|---|---|
ერთჯერადი/მრავალჯერადი ვიზა | ||
4-20 სამუშაო დღე | 80/240 USD | 33 USD |
3 სამუშაო დღე | 160/480 USD | 33 USD + 43,5 GEL |
მიაქციეთ ყურადღება:
- ყველა მოსაკრებელს იხდით სავიზო ცენტრში ქართულ ლარში გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
- სავიზო ცენტრი ღებულობს გადახდას მხოლოდ სავანკო ბარათებით.
- თუ მიმართავენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთანაც რუსეთის ფედერაციას აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრება მოსაკრებლების განაკვეთის ოდენობა ვიზის გაცემაზე ან ითვალისწინებს გადაუხდელობას, გამოიყენება შესამაბისი ხელშეკრულების დებულებები.
- რუსეთის ინეტერსთა სექცია, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაფორმების შესახებ შუამდგომლობის მიხედვით 10 სამუშაო დღის განმავლობაში სავიზო ცენტრიდან რუსეთის ინტერესთა სექციაში დოკუმენტების ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების მიღების ვადა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე. გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 3 სამუშაო დღემდე ან ნაკლები.
სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების მომსახურება.
ანკეტა რუსეთის ვიზის მისაღებად ივსება მხოლოდ ელექტრონულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საიტზე https://visa.kdmid.ru.
რუსეთის სავიზო ცენტრი გთავაზობთ დამატებით მომსახურებას ელექტრონული სავიზო ანკეტის შესავსებად სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარების დროს. ანკეტის შევსების საფასური შეადგენს 15 GEL (ერთი გვერდი) საქართველოს მოქალაქეებისთვის შევსებული ანკეტა, ძირითად შემთხვევაში, შეადგენს 3 გვერდს.
ჩვენ არ გირჩევთ, მიმართოთ ანკეტის შესავსებად სხვა კომპანიებს და უცხო პირებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ გადაჭარბებულ თანხას თავისი მომსახურებისთვის, გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვიზის გაფორმების პროცესზე და უშვებენ შეცდომებს, რის გამოც მოგიწევთ ანკეტის შევსება თავიდან.
თითოელ აპლიკანტზე ივსება ცალკე ანკეტა.
თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ანკეტის შევსებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციაები:
- ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამის ინფორმაციას საიტზე.
- საქართველოს, ავსტრალიის და დსთ-ს მოქალაქეებმა ანკეტა უნდა შეავსონ რუსულ ენაზე ( სახელის და გვარის გარდა, რომლებიც ივსება ლათინური ასოებით, პასპორტის იდენტურად)
- ახალი ანკეტის შევსებისას მოიფიქრეთ პაროლი, რომელიც შედგება ლათინური ასოებისა და ციფრეფისგან.
- დაიწერეთ თქვენი ანკეტის პაროლი და ნომერი, რომელიც მიენიჭება ანკეტას ავტომატურად. იქონიეთ ანკეტის პაროლი და ნომერი დოკუმენტების ჩაბარების დროს. თუ საჭირო იქნება ანკეტაში ცვლილების შეტანა და დაბეჭვდა, დაგჭირდებათ ანკეტის ნომერი და პაროლი, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ანკეტის შევსება თავიდან.
- აპლიკანტის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ანკეტაში პასპორტის მონაცემების იდენტურად.
- მგზავრობის დანიშნულება, ვიზის ვადები და ჯერადობა, მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მონაცემები (სახელი/დასახელება, დაბადების თარიღი, მისამართი) უნდა ემთხვეოდეს მოწვევის მონაცემებს.
-
ანკეტის შევსების დროს რუსულ ენაზე მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მისამართი მე-11 პუნქტში, უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად მოკლედ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დამუშავებული აბრევიატურების გამოყენებით, დასახლებების სახეები და სახელები, პუნქტუაციის ნიშნებისა და სიტყვების, სივრცის ნომრები, შენობები, ბინები. სახლი და ბინის ნომრები იწერება «д.», «кв.», «корп.» გარეშე, ა.შ.
მისამართის ჩაწერის ნიმუში:
ОБЛ.ОРЛОВСКАЯ,Г.ОРЕЛ,УЛ.МОЛОДЕЖИ,1-18
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზის ჯერადობის შემცირება (მაგ.: მრავალჯერადი ან ორჯერადი ვიზის მაგივრად ერთჯერადი ვიზა) ამ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა ოპერატორთან დოკუმენტების ჩაბარების დროს და სავიზო ცენტრის თანამშრომელი შეგავსებინებთ შესაბამის განცხადებას.
- შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ რუსეთში და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებში, პასპორტში არსებული საზღვრის გადაკვეთის შტამპების შესაბამისად.
- ელექტრონული განაცხადის შევსებისას შეარჩიეთ განაცხადის წარდგენის ადგილი — Визовый центр Interlink Services (Тбилиси).
- საიტზე ანკეტის შევსების შემდეგ დაბეჭდეთ ანკეტა ერთ ეგზემპლარად, თან იქონიეთ საბუთების ჩაბარების დროს სავიზო ცენტრში.
- თუ, თქვენ არ გაქვთ პრინტერი, ჩვენ ამოგიბეჭდავთ ანკეტას, ერთი გვერდის ღირებულება 2 GEL.
პატივცემული განმცხადებლებო!
გაცნობებთ, რომ რუსეთის სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი დამატებითი ფასიანი მომსახურებით:
- სავიზო ანკეტის შემვსება;
- დოკუმენტების კოპირება/ამობეჭდვა;
- ექსპრეს-ფოტოს დამზადება;
- დოკუმენტების დამუშავება ფოსტით;
- დოკუმენტების ექსპრეს-მიტანა მიმართვის დღეს;
- გამზადებული დოკუმენტების კურიერული მიტანა;
- სმს-შეტყობინება;
- პრემიუმ დარბაზი.
მთავარია იცოდეთ!
- ზემოთჩამოთვლილი მომსახურების შეძენა არ ახდენს გავლენას განცხადების განხილვის წესს ვიზის მისაღებად და არ იძლევა გარანტიას ვიზის გაცემაზე;
- გაწეული მომსახურების ღირებულებას იხდით დამატებით მომსახურების მოსაკრებლის გარდა;
- ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით;
- გთხოვთ, გაეცანით მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათი გაფორმების წინ.