ტურისტული ვიზა
ტურისტული ვიზა გაიცემა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ტურისტებად შედიან რუსეთის ფედერაციაში.
ტურისტი — არის პირი, რომელიც რუსეთს სტუმრობს სარეკრეაციო, შემეცნებითი, ფიზკულტურულ-სპორტული, პროფესიულ-საქმიანი და სხვა მიზნებით იმ საქმიანობით დაკავებულობის გარდა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთში მდებარე წყაროებიდან მოგების მიღებასთან.
ტურისტული ვიზის გაცემის საფუძველია უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება, ან სასტუმროში ნომრის დაჯავშნის დადასტურება.
უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს ორგანიზაცია, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს ტუროპერტორთა ერთიანი ფედერალური რეესტრი.
სასტუმროში ნომრის დაჯვშნის დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს სასტუმრო, ან განთავსების სხვა საშუალება, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს კლასიფიცირებულ სასტუმროთა ან განთავსების სხვა საშუალებათა ერთიანი ჩამონათვალი.
უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურების საფუძველზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან ორჯერადი ტურისტული ვიზა სამ თვემდე ვადით, ან მრავალჯერადი ტურისტული ვიზა 6 თვემდე ვადით რუსეთში ჯამურად 90 დღის ვადით ყოფნაზე.
უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს ორგანიზაცია, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს ტუროპერტორთა ერთიანი ფედერალური რეესტრი.
ორჯერადი ტურისტული ვიზა უცხოელ მოქალაქეზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტების თანახმად რუსეთში ყოფნის დროს გათვალისწინებულია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში ან სახელმწიფოში გადასვლა, საიდან დაბრუნებაც ხორციელდება რუსეთს ტერიტორიის გავლით. ამ დროს მარშრუტი მითითებული უნდა იყოს უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურებაში.
უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს ორგანიზაცია, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს ტუროპერტორთა ერთიანი ფედერალური რეესტრი.
სასტუმროში ნომრის დაჯვშნის დადასტურების საფუძველზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ტურისტული ვიზა სასტუმროში ნომრის დაჯავშნის ვადით.
სასტუმროში ნომრის დაჯვშნის დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს სასტუმრო, ან განთავსების სხვა საშუალება, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს კლასიფიცირებულ სასტუმროთა ან განთავსების სხვა საშუალებათა ერთიანი ჩამონათვალი.
ტურისტული ვიზის გასაფორმებლად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:
-
1. უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება, ან სასტუმროში ნომრის დაჯავშნის დადასტურება;
უცხოელი ტურისტის მიღების დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს ორგანიზაცია, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს ტუროპერტორთა ერთიანი ფედერალური რეესტრი.
სასტუმროში ნომრის დაჯვშნის დადასტურება არის დოკუმენტი, რომელსაც აფორმებს სასტუმრო, ან განთავსების სხვა საშუალება, რომლის შესახებ ცნობებსაც შეიცავს კლასიფიცირებულ სასტუმროთა ან განთავსების სხვა საშუალებათა ერთიანი ჩამონათვალი.
- საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ვიზებისათვის არსებობს არანაკლებ 2 ცარიელი გვერდისა და რომლის მოქმედების ვადაც მთავრდება არაუადრეს 6 თვისა ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
- სავიზო ანკეტა, რომელიც შევსებულია საიტზე visa.kdmid.ru, ამობეჭდილია და ხელმოწერილია პირადად განმცხადებლის მიერ;
- ფერადი ფოტო 3,5×4,5 სმ ღია ფონზე ანფასში სახის მკაფიო გამოსახულებით მუქმინიანი სათვალისა და თავსაბურავის გარეშე (იმ მოქალაქეთა გამოკლებით, რომლებიც ნაციონალური ან რელიგიური კუთვნილების გამო პასპორტის სურათში თავსაბურავით არიან გამოსახულნი). სავიზო ცენტრში შეგიძლიათ სურათის გადაღება ვიზისათვის (დამატებითი მომსახურება);
- სამედიცინო დაზღვევის პოლისი სამედიცინო მომსახურების დასაფარად მინიმუმ 30 000 ევროს ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით, რომელიც მოქმედია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ფარავს ვიზის მოქმედების ვადას, გარდა ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებული შემთხვევებისა. პოლისი შეიძლება შედგენილი იქნას რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
მიაქციეთ ყურადღება! საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს ვიზის გასაფორმებლად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მიიწვიოს პირი გასაუბრებაზე, ან გაზარდოს ვიზის გაფორმების ვადა.
მიაქციეთ ყურადღება! თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, აუცილებელია დამატებით წარადგინოთ საქართველოში ბინადრობის მოწმობა.
ვიზის გაფორმების ვადები და მოსაკრებლები
საქართველოს მოქალაქეებისათვის
ყველა მოსაკრებელი უნდა გადიხადოთ საბანკო ბარათით (ნაღდი ფული არ მიიღება).
განხილვის ვადა * | საკონსულო მოსაკრებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ** |
მომსახურების მოსაკრებელი (დღგ-ს ჩათვლით) |
---|---|---|
ერთჯერადი/ორჯერადი/მრავალჯერადი ვიზა | ||
4—20 სამუშაო დღე | 80/128/240 USD | 33 USD |
მიაქციეთ ყურადღება!
*მითითებული ვადები საორიენტაციოა. ვადის დაწყება არის საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილების შემდეგი სამუშაო დღე სავიზო ცენტრში დოკუმენტების შეტანის შემდეგ.
სავიზო ცენტრს არ შეუძლია დოკუმენტების მზაობის გარანტიის მიცემა გარკვეული ვადისათვის.
როგორც წესი, მიმართვათა უმეტესობა განიხილება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, დაწყებული საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილების შემდეგი სამუშაო დღიდან სავიზო ცენტრში დოკუმენტების შეტანის შემდეგ. ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე.
**თუ რუსეთის ფედერაციასა და განმცხადებლის მოქალაქეობის ქვეყნის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია სავიზო მიმართვების განხილვის განსაკუთრებული ვადები და საკონსულო მოსაკრებლების განსაკუთრებული ოდენობა, ან გათვალისწინებულია მათზე უარის თქმა, მაშინ ასეთი განმცხადებლის სავიზო მიმართვის მიმართ სარგებლობენ განხილვის ვადებითა და საკონსულო მოსაკრებლების ოდენობით, რომლებიც გათვლისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების მომსახურება.
ანკეტა რუსეთის ვიზის მისაღებად ივსება მხოლოდ ელექტრონულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საიტზე https://visa.kdmid.ru.
რუსეთის სავიზო ცენტრი გთავაზობთ დამატებით მომსახურებას ელექტრონული სავიზო ანკეტის შესავსებად სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარების დროს. ანკეტის შევსების საფასური შეადგენს 15 GEL (ერთი გვერდი) საქართველოს მოქალაქეებისთვის შევსებული ანკეტა, ძირითად შემთხვევაში, შეადგენს 3 გვერდს.
ჩვენ არ გირჩევთ, მიმართოთ ანკეტის შესავსებად სხვა კომპანიებს და უცხო პირებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ გადაჭარბებულ თანხას თავისი მომსახურებისთვის, გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვიზის გაფორმების პროცესზე და უშვებენ შეცდომებს, რის გამოც მოგიწევთ ანკეტის შევსება თავიდან.
თითოელ აპლიკანტზე ივსება ცალკე ანკეტა.
თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ანკეტის შევსებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციაები:
- ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამის ინფორმაციას საიტზე.
- საქართველოს, ავსტრალიის და დსთ-ს მოქალაქეებმა ანკეტა უნდა შეავსონ რუსულ ენაზე ( სახელის და გვარის გარდა, რომლებიც ივსება ლათინური ასოებით, პასპორტის იდენტურად)
- ახალი ანკეტის შევსებისას მოიფიქრეთ პაროლი, რომელიც შედგება ლათინური ასოებისა და ციფრეფისგან.
- დაიწერეთ თქვენი ანკეტის პაროლი და ნომერი, რომელიც მიენიჭება ანკეტას ავტომატურად. იქონიეთ ანკეტის პაროლი და ნომერი დოკუმენტების ჩაბარების დროს. თუ საჭირო იქნება ანკეტაში ცვლილების შეტანა და დაბეჭვდა, დაგჭირდებათ ანკეტის ნომერი და პაროლი, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ანკეტის შევსება თავიდან.
- აპლიკანტის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ანკეტაში პასპორტის მონაცემების იდენტურად.
- მგზავრობის დანიშნულება, ვიზის ვადები და ჯერადობა, მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მონაცემები (სახელი/დასახელება, დაბადების თარიღი, მისამართი) უნდა ემთხვეოდეს მოწვევის მონაცემებს.
-
ანკეტის შევსების დროს რუსულ ენაზე მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მისამართი მე-11 პუნქტში, უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად მოკლედ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დამუშავებული აბრევიატურების გამოყენებით, დასახლებების სახეები და სახელები, პუნქტუაციის ნიშნებისა და სიტყვების, სივრცის ნომრები, შენობები, ბინები. სახლი და ბინის ნომრები იწერება «д.», «кв.», «корп.» გარეშე, ა.შ.
მისამართის ჩაწერის ნიმუში:
ОБЛ.ОРЛОВСКАЯ,Г.ОРЕЛ,УЛ.МОЛОДЕЖИ,1-18
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზის ჯერადობის შემცირება (მაგ.: მრავალჯერადი ან ორჯერადი ვიზის მაგივრად ერთჯერადი ვიზა) ამ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა ოპერატორთან დოკუმენტების ჩაბარების დროს და სავიზო ცენტრის თანამშრომელი შეგავსებინებთ შესაბამის განცხადებას.
- შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ რუსეთში და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებში, პასპორტში არსებული საზღვრის გადაკვეთის შტამპების შესაბამისად.
- ელექტრონული განაცხადის შევსებისას შეარჩიეთ განაცხადის წარდგენის ადგილი — Визовый центр Interlink Services (Тбилиси).
- საიტზე ანკეტის შევსების შემდეგ დაბეჭდეთ ანკეტა ერთ ეგზემპლარად, თან იქონიეთ საბუთების ჩაბარების დროს სავიზო ცენტრში.
- თუ, თქვენ არ გაქვთ პრინტერი, ჩვენ ამოგიბეჭდავთ ანკეტას, ერთი გვერდის ღირებულება 2 GEL.
დამატებითი მომსახურება
რუსეთის სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფასიანი მომსახურებით:
- სავიზო ანკეტის შემვსება;
- დოკუმენტების კოპირება/ამობეჭდვა;
- ექსპრეს-ფოტოს დამზადება;
- დოკუმენტების დამუშავება ფოსტით;
- დოკუმენტების ექსპრეს-მიტანა მიმართვის დღეს;
- გამზადებული დოკუმენტების კურიერული მიტანა;
- სმს-შეტყობინება;
- პრემიუმ დარბაზი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ!
- ზემოთჩამოთვლილი მომსახურების შეძენა არ ახდენს გავლენას ვიზის მისაღები განცხადების განხილვის წესზე და არ იძლევა ვიზის მიღების გარანტიას;
- მომსახურების გაწევის ღირებულება იხდება სასერვისე მოსაკრებელზე დამატებით;
- ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურება გაგეწევათ მხოლოდ თქვენი სურვილისამებრ;
- გთხოვთ, გაეცნოთ ამ მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათ გაფორმებამდე.
ზემოჩამოთვლილი მომსახურების გაწევა გავლენას არ ახდენს სავიზო განცხადების განხილვის წესზე და ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
დამტებითი მომსახურების გაწევის ღირებულება გადაიხდება სასერვისე მოსაკრებელზე დამატებით.
ყველა ზემოჩამოთვლილი მომსახურება გაგეწევათ მხოლოდ თქვენი სურვილისამებრ.
გთხოვთ, გაეცნოთ ამ მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათ გაფორმებამდე.