ვიზის გაფორმება ახლო ნათესავებისთვის

რუსეთის მოქალაქეების ახლო ნათესავები არიან:

  1. მეუღლე;
  2. მშობლები ან მშვილებლები;
  3. ბავშვები, ნაშვილები ბავშვების ჩათვლით;
  4. შვილების მეუღლეები;
  5. სრული და ნახევრად და-ძმა;
  6. ბებია და ბაბუა;
  7. შვილიშვილები.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ახლო ნათესავები, შეუძლიათ მოითხოვონ რუსეთის ჩვეულებრივი კერძო ვიზა, რუსეთის მოქალაქის განცხადების საფუძველზე.

ასეთი ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ორჯერადი შესვლით, მოქმედების ვადით სამ თვემდეთვემდე, ასევე მრავალჯერადი ერთ წლიანია მოქმედების ვადით.

მიაქციეთ ყურადღება:

თუ რუსეთის მოქალაქის ახლო ნათესავებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ისინი უნდა შემოვიდნენ რუსეთში მათი რუსული პასპორტებით. რუსეთის მოქალაქეების მიერ უცხოური პასპორტებისთვის რუსეთის ვიზის მიღება აკრძალულია.

ქვემოთ ჩამოთვლილი არ ითვლება რუსეთის მოქალაქის ახლო ნათესავებად (რუსეთის სავიზო კანონმდებლობის გაგებით):

  • თანაცხოვრებლები, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრირებული ოფიციალური ქორწინება;
  • მეუღლის შვილები - უცხო ქვეყნის მოქალაქის წინა ქორწინებიდან, რომლებიც არ არიან განმცხადებლის, რუსეთის მოქალაქის ოჯახის წევრები.

ახლო ნათესავებისთვის ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ, რომელიც შეიცავს ვიზის მისაღებად საჭირო ინფორმაციას (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სქესი, პასპორტის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი და რუსეთის მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბინადრობის შემთხვევაში), აგრეთვე გვარი, სახელი, სხვა სახელები, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სქესი, პასპორტის ნომერი, ვიზის ჯერადობა, მოგზაურობის მიზანი, შემოსვლის მოთხოვნილი პერიოდი, ადგილი განმცხადებლის განზრახული საცხოვრებლისა და ვიზიტის ქალაქები), რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი პირადად რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში საქართველოში ან სავიზო ცენტრში ან დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
    რეკომენდებული განაცხადის ფორმა
  2. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი და მისი ასლი (მთავარი გვერდის) რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას საქართველოში, ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქის "შიდა" პასპორტის ასლი როცა რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსთან ფორმბდება განცხადება.
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები:

    • მეუღლეებისთვის: ქორწინების მოწმობა.

    • ბავშვების, მშობლების, და-ძმების, ბებია-ბაბუების, შვილიშვილებისთვის: დაბადების მოწმობები, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის მოქალაქესთან ნათესავურ კავშირს.
    • შვილების მეუღლეებისთვის: დაბადების მოწმობა, აგრეთვე ქორწინების მოწმობა.

      ყურადღება!!!

      სავიზო ცენტრში განაცხადისას, რუსეთის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს პასპორტის ორიგინალი, ასევე უცხოელ მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ასლები თან ერთვის სავიზო განაცხადს, ორიგინალები უბრუნდება რუსეთის მოქალაქეს.

      როდესაც რუსეთის მოქალაქე ადგენს განცხადებას ნოტარიუსთან რუსეთის ფედერაციაში, განმცხადებელი წარუდგენს სავიზო ცენტრს რუსეთში დამოწმებული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებულ ასლებს, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის მოქალაქის ნათესაურ კავშირს უცხოელ მოქალაქესთან, ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის რუსეთში ნოტარიულად დამოწმებული შიდა პასპორტის ასლს. სავიზო განაცხადს ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ასლების ასლები, თავად ნოტარიულად დამოწმებული ასლები უბრუნდება განმცხადებელს.

      თუ ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები რუსეთში არ არის გაცემული, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ამ დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე.

  4. უცხო ქვეყნის მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომელშიც მინიმუმ 2 ცარიელი გვერდია ვიზისთვის, მოქმედების ვადით ვიზის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.
  5. პასპორტის გვერდის ასლი პირადი მონაცემებით და ფოტოსურათით (ბიოგრაფიული მონაცემები). ეს არის პასპორტის გვერდი, რომელშიც მოცემულია სახელი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, გაცემისა და ვადის გასვლის თარიღები და მფლობელის ფოტო.
  6. სავიზო განაცხადის ფორმა შევსებული ვებგვერდზე visa.kdmid.ru, დაბეჭდილი და ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ პირადად.
  7. ფერადი ფოტოსურათი 3.5x4.5 სმ ღია ფერის ფონზე, სახეზე მკაფიო გამოსახულება წინა მხრიდან დაბურული სათვალის გარეშე და თავსაბურავის გარეშე (გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ეროვნების ან რელიგიური კუთვნილების გამო არიან გამოსახულნი პასპორტის ფოტოსურათზე). თბილისის სავიზო ცენტრში შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო დამატებითი სერვისი;
  8. სამედიცინო დაზღვევის პოლისი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მოიცავს ვიზის ხანგრძლივობას. საქართველოს მოქალაქეებისთვის დაზღვევის პოლისი არ არის საჭირო.
  9. მრავალჯერადი, 3 თვეზე მეტი პერიოდის ვიზის მისაღებად საბუთების ჩაბარების შეთხვევაში ძმებისა და დების, ბებია-ბაბუის, შვილიშვილებისა და შვილების მეუღლეებისთვის, დამატებით აუცილებელია ცნობის წარდგენა რომელიც ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არის ინფიცირებული აივ ინფექციით.

Მნიშვნელოვანია! თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტი მოქმედი უცხოური პასპორტი, გთხოვთ, დოკუმენტების წარდგენამდე რუსეთის სავიზო ცენტრში დარწმუნდეთ, რომ სხვა დოკუმენტში მოქმედი ვიზა არ არის.

მიაქციეთ ყურადღება! საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ვიზისთვის, მოგიწვიოთ გასაუბრებაზე ან გააგრძელოს ვიზის დამუშავების დრო.

ვიზის გაფორმების ვადები და მოსაკრებლები

განხილვის ვადა საკონსულო მოსაკრებელი მომსახურების მოსაკრებელი
(დღგ-ს ჩათვლით)
ერთჯერადი/ორჯერადი ვიზა
4-20 სამუშაო დღე 80/128 USD 33 USD
3 სამუშაო დღე 160/256 USD 33 USD + 43,5 GEL

მიაქციეთ ყურადღება:

  1. ყველა მოსაკრებელს იხდით სავიზო ცენტრში ქართულ ლარში გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
  2. თუ მიმართავენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთანაც რუსეთის ფედერაციას აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრება მოსაკრებლების განაკვეთის ოდენობა ვიზის გაცემაზე ან ითვალისწინებს გადაუხდელობას, გამოიყენება შესამაბისი ხელშეკრულების დებულებები.
  3. რუსეთის ინეტერსთა სექცია, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაფორმების შესახებ შუამდგომლობის მიხედვით 10 სამუშაო დღის განმავლობაში სავიზო ცენტრიდან რუსეთის ინტერესთა სექციაში დოკუმენტების ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების მიღების ვადა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე. გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 3 სამუშაო დღემდე ან ნაკლები.

სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების მომსახურება.

ანკეტა რუსეთის ვიზის მისაღებად ივსება მხოლოდ ელექტრონულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საიტზე https://visa.kdmid.ru.

რუსეთის სავიზო ცენტრი გთავაზობთ დამატებით მომსახურებას ელექტრონული სავიზო ანკეტის შესავსებად სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარების დროს. ანკეტის შევსების საფასური შეადგენს 15 GEL (ერთი გვერდი) საქართველოს მოქალაქეებისთვის შევსებული ანკეტა, ძირითად შემთხვევაში, შეადგენს 3 გვერდს.

ჩვენ არ გირჩევთ, მიმართოთ ანკეტის შესავსებად სხვა კომპანიებს და უცხო პირებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ გადაჭარბებულ თანხას თავისი მომსახურებისთვის, გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვიზის გაფორმების პროცესზე და უშვებენ შეცდომებს, რის გამოც მოგიწევთ ანკეტის შევსება თავიდან.

თითოელ აპლიკანტზე ივსება ცალკე ანკეტა.

თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ანკეტის შევსებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციაები:

  1. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამის ინფორმაციას საიტზე.
  2. საქართველოს, ავსტრალიის და დსთ-ს მოქალაქეებმა ანკეტა უნდა შეავსონ რუსულ ენაზე ( სახელის და გვარის გარდა, რომლებიც ივსება ლათინური ასოებით, პასპორტის იდენტურად)
  3. ახალი ანკეტის შევსებისას მოიფიქრეთ პაროლი, რომელიც შედგება ლათინური ასოებისა და ციფრეფისგან.
  4. დაიწერეთ თქვენი ანკეტის პაროლი და ნომერი, რომელიც მიენიჭება ანკეტას ავტომატურად. იქონიეთ ანკეტის პაროლი და ნომერი დოკუმენტების ჩაბარების დროს. თუ საჭირო იქნება ანკეტაში ცვლილების შეტანა და დაბეჭვდა, დაგჭირდებათ ანკეტის ნომერი და პაროლი, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ანკეტის შევსება თავიდან.
  5. აპლიკანტის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ანკეტაში პასპორტის მონაცემების იდენტურად.
  6. მგზავრობის დანიშნულება, ვიზის ვადები და ჯერადობა, მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მონაცემები (სახელი/დასახელება, დაბადების თარიღი, მისამართი) უნდა ემთხვეოდეს მოწვევის მონაცემებს.
  7. ანკეტის შევსების დროს რუსულ ენაზე მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მისამართი მე-11 პუნქტში, უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად მოკლედ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დამუშავებული აბრევიატურების გამოყენებით, დასახლებების სახეები და სახელები, პუნქტუაციის ნიშნებისა და სიტყვების, სივრცის ნომრები, შენობები, ბინები. სახლი და ბინის ნომრები იწერება «д.», «кв.», «корп.» გარეშე, ა.შ.

    მისამართის ჩაწერის ნიმუში:

    ОБЛ.ОРЛОВСКАЯ,Г.ОРЕЛ,УЛ.МОЛОДЕЖИ,1-18

  8. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზის ჯერადობის შემცირება (მაგ.: მრავალჯერადი ან ორჯერადი ვიზის მაგივრად ერთჯერადი ვიზა) ამ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა ოპერატორთან დოკუმენტების ჩაბარების დროს და სავიზო ცენტრის თანამშრომელი შეგავსებინებთ შესაბამის განცხადებას.
  9. შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ რუსეთში და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებში, პასპორტში არსებული საზღვრის გადაკვეთის შტამპების შესაბამისად.
  10. ელექტრონული განაცხადის შევსებისას შეარჩიეთ განაცხადის წარდგენის ადგილი — Визовый центр Interlink Services (Тбилиси).
  11. საიტზე ანკეტის შევსების შემდეგ დაბეჭდეთ ანკეტა ერთ ეგზემპლარად, თან იქონიეთ საბუთების ჩაბარების დროს სავიზო ცენტრში.
  12. თუ, თქვენ არ გაქვთ პრინტერი, ჩვენ ამოგიბეჭდავთ ანკეტას, ერთი გვერდის ღირებულება 2 GEL.

პატივცემული განმცხადებლებო!

გაცნობებთ, რომ რუსეთის სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი დამატებითი ფასიანი მომსახურებით:

მთავარია იცოდეთ!

  • ზემოთჩამოთვლილი მომსახურების შეძენა არ ახდენს გავლენას განცხადების განხილვის წესს ვიზის მისაღებად და არ იძლევა გარანტიას ვიზის გაცემაზე;
  • გაწეული მომსახურების ღირებულებას იხდით დამატებით მომსახურების მოსაკრებლის გარდა;
  • ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით;
  • გთხოვთ, გაეცანით მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათი გაფორმების წინ.