კითხვები და პასუხები

>

რა არის ვიზა?

ვიზა - ეს ქვეყანაში შესვლის ნებართვაა, რომელსაც გასცემს ამ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო იმ პირზე, რომელიც არ არის მისი ქვეყნის მოქალაქე.

>

ვინ გასცემს საქართველოში რუსეთის ვიზებს?

საქართველოში ვიზების გაცემის რუსეთის მთავრობის უფლებამოსილი ორგანოა თბილისში არსებული საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია

>

როგორ გავიგოთ, გვესაჭიროება თუ არა ვიზა?

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრად ესაჭიროებათ ვიზა. თუ თქვენ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხართ, ისარგებლეთ ჩვენი სავიზო ნავიგატორით და გაიგეთ, გესაჭიროებათ თუ არა ვიზა, ვიზის კატეგორია და მიიღეთ საჭირო დოკუმენტების სია.

>

იძლევა თუ არა რუსეთის ვიზა უფლებას სხვა ქვეყანაშიც გამგზავრებას?

რუსეთის ვიზა იძლევა უფლებას მხოლოდ რუსეთში გამგზავრებას.

>

შეუძლია თუ არა რუსეთის სავიზო ცენტრს მოამზადოს განცხადება ჩემზე ვიზის გასაცემად?

რუსეთის სავიზო ცენტრი სიამოვნებით შეავსებს თქვენთვის ელექტრონული ფორმის სავიზო ანკეტას (დამატებითი მომსახურება). თუმცა ჩვენ არ ვეწევით მომსახურებას დამადასტურებელი დოკუმენტების პაკეტის შეგროვებასა და მომზადებაში.

>

როგორ შევიტანო დოკუმენტები ვიზის მისაღებად?

ინსტრუქცია ნაბი-ნაბიჯ

ნაბიჯი 1:

ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრეთ თქვენი გამგზავრების მიზანი. ჩვენი სავიზო ცენტრები დაგეხმარებათ სავიზო პროცესის ყველა სტადიაზე, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება გირჩიოთ ან გაგიწიოთ რეკომენდაცია გამგზავრების მიზნის არჩევაში. გამოიყენეთ ჩვენი სავიზო ნავიგატორი და განსაზღვრეთ ვიზის კატეგორია, რომელიც შეესაბამება თქვენი გამგზავრების მიზანს, მიიღეთ ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების შესახებ.

ნაბიჯი 2:

ნაწილში ვიზის კატეგორია გაეცანით დაწვრილებით ინფორმაცია შესაბაისი ვიზის კატეგორიასა და მოთხოვნების შესახებ.

ნაბიჯი 3:

გთხოვთ, საგულდაგულოდ შეისწავლეთ ინსტრუქცია და შეავსეთ ელექტრონული ანკეტა საიტზე https://visa.kdmid.ru/.

ნაბიჯი 4:

tass-georgia.ge საიტის ნაწილში წინასწარი ჩაწერა ჩაეწერეთ თქვენთვის ხელსაყრელ დღეს და დროს დოკუმენტების ჩასაბარებლად. გთხოვთ, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს გამგზავრებამდე საკმარისი დროა იმისათვის, რათა განიხილოს თქვენი განცხადება ვიზის გაფორმების შესახებ. განხილვის სავარაუდო ვადები ნაჩვენებია ბმულში „ტარიფები და ვადები“ ვიზის შესაბამისი კატეგორიის გვერდზე. თავისუფალი ადგილების არარსებობის შემთხვევაში სასურველ დროს ჩასაწერად, შეგიძლათ ჩააბაროთ დოკუმენტები ჩვენს პრემიუმ-დარბაზში (დამატებითი მომსახურება)

ნაბიჯი 5:

ამობეჭდეთ თქვენი სავიზო ანკეტა და ჩააბარეთ იგი დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად ჩვენს სავიზო ცენტრში თბილისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩაბარების მომენტში თქვენ უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტების სრული პაკეტი, გადაიხადოთ საკონსულო და მომსახურების მოსაკრებლები, რომლებიც შეესაბამება მოთხოვნილი ვიზის კატეგორიას.

ან ისარგებლეთ ჩვენი ერთ-ერთი დამატებითი მომსახურებით:

  • დოკუმენტების ჩაბარება პრემიუმ-დარბაზში;
  • დოკუმენტების ჩაბარება ფოსტით;
  • გასვლითი მომსახურება დოკუმენტების მისაღებად.

ნაბიჯი 6:

წაიღეთ თქვენი პასპორტი სავიზო ცენტრში მისი დათვალიერების შემდეგ. საჭირო იქნება ინვოისის ორიგინალის მიცემა (დოკუმენტი ჩაბარების შესახებ), რომელიც მოგეცათ დოკუმენტების ჩაბარების დროს). შეინახეთ ინვოისის ასლი, თუ თქვენ იგი გესაჭიროებათ ანგარიშგებისთვის.

ან აჯობებს, შეუკვეთოთ თქვენი პასპორტის უკან მოტანა კურიერული კომპანიის მეშვეობით (დამატებითი მომსახურება)

ნაბიჯი 7:

პასპორტის მიღებისას შეამოწმეთ თქვენი ვიზის ნამდვილობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ვიზის ვადა სრულად ფარავს გამგზავრების ვადებს, შესვლის რაოდენობა შეესაბამება თქვენს მოთხოვნას, ვიზის კატეგორია შეესაბამება თქვენი გამგზავრების მიზანს.

>

რა დრო ესაჭიროება სავიზო განცხადების განხილვას?

(ჩვეულებრივი ვადა განსახილველად შეადგენს 4-20 სამუშაო დღეს ჩვეულებრივი განცხადებებისთვის, ან 3 სამუშაო დღეს სასწრაფო განცხადებებისთვის რუსეთის ინტერესთა სექციაში დოკუმენტების ჩაბარების დღიდან. დაგვიანების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ დოკუმენტების ჩაბარების მომენტში წარმოდგენილი გაქვთ დოკუმენტების სრული კომპლექტი. დოკუმენტების დამატებითი შესწავლის შემთხვევებში, რუსეთის ინტერესთა სექციას უფლება აქვს განიხილოს დოკუმენტები 30 დღის განმავლობაში.

>

როდის შემიძლია შევიტანო განცხადება ვიზაზე

განმცხადებელს შეუძლია მიმართოს ვიზის აღებას არანაკლებ 6 თვით ადრე რუსეთში სავარაუდო გამგზავრებამდე.

>

გააჩნია თუ არა სავიზო ცენტრს რაიმე ურთიერთობა ვიზის აღებასთან დაკავშირებით?

არა. სავიზო ცენტრის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება და გავლენა ვიზის აღებასთან დაკავშირებით. ჩვენ სამუშაოს აქვს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი, ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას თქვენი განცხადების მიხედვით ვიზის აღებაზე ან მის დაჩქარებაზე.)

>

შემიძლია თუ არა დავადასტურო ჩემსმგზავრონასთან დაკავშირებული ჯავშანი ვიზის მიღებამდე?

ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას ჯავშნის დადასტურებაზე ვიზის მიღებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ვიზის მიღების პირობაა. სავიზო ცენტრი არ აგებს პასუხს იმ ზარალზე, რომელიც მიყენებულია გარკვეული ვადისთვის ვიზის მოუმზადებლობის ან ვიზის მიღებაზე უარის გამო

>

შემიძლია თუ არა განცხადება შევიტანო ფოსტით? შემიძლია თუ არა გავაგზავნო ჩემი განცხადება პირდაპირ რუსეთის ინტერესთა სექციაში?

განცხადებას რუსეთის ინტერესთა სექციაში პირდაპირ ვერ გააგზავნით. თუმცა შეგიძლიათ განცხადება ვიზის მისაღებად ჩააბაროთ სავიზო ცენტრში ფოსტით. შეგიძლიათ თქვენი სავიზო ანკეტა, პასპორტი და დამადასტურებელი დოკუმენტები გააგზავნოთ ფოსტით ჩვენი დამატებითი მომსახურების გამოყენებით - საფოსტო მომსახურება.

>

სად შემიძლია მივიღო ზუსტი მოთხოვნები ფოტოსურათთან დაკავშირებით?

გთხოვთ, ჩვენს საიტზე იხილოთ ნაწილი „ფოტოსურათის მოთხოვნები“. თუ თქვენი ფოტოსურათი არ შეესაბამება მოცემულ მოთხოვნებს, თქვენ შეგიძლიათ ჩვენს სავიზო ცენტრში გადაიღოთ ფოტოსურათი ვიზისთვის (დამატებითი მომსახურება)

>

მე შევავსე სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმა. როგორ დავრწმუნდე, რომ დამახსოვრებულია?

სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების წინ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე https://visa.kdmid.ru/. გთხოვთ, ჩაიწეროთ პაროლი და ანკეტის ნომერი, რომელიც გენერირებულია სისტემის მიერ. შემდგომში სისტემაში შესვლის დროს თქვენ დაინახავთ თქვენს მიერ შექმნილ ყველა ანკეტას.

>

როგორ გავიგო პასპორტის რომელი ტიპი უნდა ავირჩიო სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების დროს: დიპლომატიური, ოფიციალური ან ჩვეულებრივი (ტურისტული)?

დიპლომატიური პასპორტი გაიცემა პირზე საზღვარგარეთ ოფიციალურად გასამგზავრებლად, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ოფიციალური პასპორტი (სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტი ეძლევა სახელმწიფო მოხელეებს სამსახურეობრივი მგზავრობისთვის, ასევე მის თანმხლებ ოჯახის წევრებს. ტურისტული ან ჩვეულებრივი პასპორტი გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ასრულებენ კერძო საერთაშორისო მგზავრობას. ასეთი პასპორტი ადასტურებს თავისი მფლობელის პირადობას და მოქალაქეობას.)

>

შემიძლია თუ არა შევცვალო ჩემი სავიზო ანკეტა მისი ამობეჭდვის მერე?

(დიახ. გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი ანკეტის ნომერი და დააჭიროთ ღილაკს „ანკეტის აღდგენა“. შემდეგ გვერდზე ჩაწერეთ ყველა საჭირო ინფორმაცია. მიაქციეთ ყურადღება, რომ უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარის პირველი 5 ასო დიდი ასოებით. მას შემდეგ, რაც შეიყვანთ სრულ ინფორმაციას, დააჭირეთ ღილაკს „ახალი ანკეტის შექმნა“), მომდევნო გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „შემდეგ“. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ როდესაც დააჭერთ „ახალი ანკეტის შექმნა“, არ წაიშლება წინა ანკეტა და იგი ხელმისაწვდომი იქნება შესწოებებისა და დამატებებისთვის.

>

როგორ აღვადგინო სავიზო ანკეტა, თუ მე არ დამიმთავრებია მისი შევსება?

(გთხოვთ, მიიტანოთ კურსორი, ჩაწერეთ თქვენი ანკეტის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს „ანკეტის აღდგენა“. შემდეგ გვერდზე შეიყვაეთ ყველა საჭირო ინფორმაცია. მიაქციეთ ყურადღება, რომ უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარის პირველი 5 ასო დიდი ასოებით. მას შემდეგ, რაც შეიყვანთ სრულ ინფორმაციას, დააჭირეთ ღილაკს „ახალი ანკეტის შექმნა“, მომდევნო გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ როდესაც დააჭერთ ღილაკს „ახალი ანკეტის შექმნა“, არ წაიშლება წინა ანკეტა და იგი ხელმისაწვდომი იქნება შესწოებებისა და დამატებებისთვის.)

>

შემიძლია თუ არა გამოვიყენო ჩემი ელექტრონული ხელმოწერა ანკეტის ხელმოსაწერად?

არა, ანკეტის ხელმოსაწრად ელექტრონულ ხელმოწერას ვერ გამოიყენებთ. ანკეტა უნდა იყოს ხელმოწერილი პირადად საწერ-კალმით.

>

შემიძლია თუ არა მოსაკრებლები გადავიხადო საიტის მეშვეობით?

მომსახურების მოსაკრებელს იხდით საიტზე საბუთების ჩაბარებაზე ჩაწერის დროს. საკონსულო მოსაკრებელს იხდით სავიზო ცენტრში. თუ თქვენ გამოიყენებთ ჩვენს საფოსტო მომსახურებას (დამატებითი მომსახურება), მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას ანგარიშით გადახდის თაობაზე მას შემდეგ, რაც დოკუმენტები გაიგზავნება სავიზო ცენტრში.

>

მჭირდება თუ არა წინასწარი ჩაწერა განცხადების ჩასაბარებლად?

რუსეთის სავიზო ცენტრში დოკუმენტებს იბარებემ წინასწარ ჩაწერით. თუ დაგაგვიანდათ, ან წინასწარ ბერ ჩაეწერეთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ საბუთები ჩვენს პრემიუმ-დარბაზში.

>

სად არის აღნიშნული მოსაკრებლები და დოკუმენტების სია ყოველი კატეგორიის ვიზაზე?

ჩანართში „ვიზების სახეები“ მოყვანილია ყველა კატეგორიის ვიზის სრული სია. შესაბამისი კატეგორიის ვიზის აღებისას, დაინახავთ რამდენიმე ჩანართს ინფორმაციით სავიზო მოსაკრებლების, საჭირო დოკუმენტების, განხილვის ვადების, ფოტოსურათის მოთხოვნების შესახებ. გთხოვთ, ყურადღების გაეცანით ამ ინფორმაციას დოკუმენტების ჩაბარების წინ.

>

თუ სავიზო ანკეტა არასრულწლოვანის სახელით შევავსე, ვინ უნდა მოაწეროს მას ხელი?

არასრულწლოვანი ბავშვების (16 წლამდე) სახელით განცხადებებს ხელს აწერს ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ მიიღება.

>

რომელი დოკუმენტის დედანი უნდა წარვადგინო ვიზაზე განცხადების შეტანის დროს?

განმცახებელი დედნის სახით აბარებს შემდეგ დოკუმენტებს: პასპორტს, ამობეჭდილ და ხელმოწერის სავიზო ანკეტას ფოტოსურათით. დანარჩენი დოკუმენტები ბარდება ასლების სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელი დედანი დოკუმენტის წარდგენა ვიზების გარკვეული კატეგორიებისთვის. ზოგადი წესებით ჩაბარებული დოკუმენტები, პასპორტის გარდა, უკან არ გიბრუნდებათ. გარკვეულ შემთხვევებში დედნები შეიძლება მოითხოვოს რუსეთის ინტერესთა სექციამ დოკუმენტების პირვანდელი პაკეტის მიღების შემდეგ.

>

როგორ გავიგოთ, რომელ დღეებშია დაკეტილი სავიზო ცენტრები?

რუსეთის ცენტრები დაკეტილია შაბათ-კვირას, ასევე საქართველოში გამოცხადებულ დრესასწაულებზე და უქმეებზე.

>

რა ხდება, როდესაც მივდივარ სავიზო ცენტრში? როგორ არის მოწყობილი?

როდესაც ეწვევით სავიზო ცენტრს, გკითხავენ სახელსა და გვარს, მოგთხოვენ პასპორტს და ჩაწერის ტალონს დოკუმენტების ჩაბარებაზე.

შემდეგ გთხოვენ დაელოდოთ მოსაცდელში, სანამ არ დადგება მიღების დრო. სანამ მოწვევის მოლოდინში ხართ, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მზადაა. არაკორექტული დოკუმენტები ან ფოტოსურათები დააყოვნებენ თქვები განცხადების მიღებას.

მიმღებში სპეციალისტი შეამოწმებს თქვენს დოკუმენტებს და მიიღებს თქვენს განცხადებას, თუ ისინი შეესაბამება მოთხოვნებს, გადაიხდით გადასახადს და მიიღებთ ინვოისს (ქვითარს). თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია ვიზის მომზადების სავარაუდო ვადის შესახებ, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ შეგატყობინებთ.

გირჩევთ, ისარგებლოთ სმს-ინფორმირების მომსახურებით (დამატებითი მომსახურება), რათა მიიღოთ ინფორმაცია მას შემდეგ, როგორც კი პასპორტი დაუბრუნდება სავიზო ცენტრს განხილვის შემდეგ.

>

რა მოსაკრებელი უნდა გადავიხადო?

ვიზის გაფორმების შესახებ ყოველი განცხადება ღირს საკონსულო მოსაკრებლის იმ ოდენობით, რაც შეეხება ვიზის კატეგორიას, და მომსახურების მოსაკრებეს 75 ქართული ლარის ოდენობით (ჩვეულებრივიგანხილვა 4-დან 10 დღემდე). ყველა მოსაკრებელი გადაიხდება განცხადების ჩაბარების მომენტში სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.

ნაღდი ფული არ მიიღება

იხ. ნაწილი „ტარიფები და ვადები“ ვიზის შესაბამისი კატეგორიის გვერდზე.

>

მას შემდეგ, რაც შევავსე ანკეტის ელექტრონული ფორმა, რა უნდა გავაკეთო და ჩავწერო?

გთხოვთ, ჩაწერეთ სისტემის მიერ გენერირებული თქვენი ანკეტის ნომერი, და პაროლი. ეგ შეიძლება დაგჭირდეთ ანკეტის ელექტრონული ფორმის წვდომისთვის განმეორებით ამობეჭდვისა და შესწორებების შეტანის დროს.

>

საბუთების ჩასაბარებლად და გამოსატანად პირადად უნდა მოვიდე, თუ არა?

საბუთები შეგიძლიათ ჩააბაროთ და გამოიტანოთ პირადად, წარმომადგენლის მეშვეობით მინდობილობის საფუძველზე, ან ჩვენი საფოსტო მომსახურების მეშვეობით (დამატებითი მომსახურება)

>

ვიმიღებ თუ არა ვიზას განცხადების განხილვის შედეგად?

რუსეთის სავიზო ცენტრი არ იძლევა გარანტიას ვიზის მიღებაზე. ვიზის გაფორმება ან უარი მხოლოდ რუსეთის ინტერესთა სექციის კომპეტენციაშია. რუსეთის სავიზო ცენტრი ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას განხილვის შედეგზე.

>

თუ ადრე უკვე მქონდა მიღებული ვიზა, თავიდან უნდა ჩავაბარო დოკუმენტების სრული კომპლექტი ახალი ვიზის მისაღებად?

დიახ. რუსეთის ვიზის მიღებაზე ყოველი განცხადების ჩაბარებისას საჭიროა დოკუმენტების სრული პაკეტის წარდგენა, იუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები ადრე გქონდათ ჩაბარებული.

>

თუ რუსეთის ვიზა უკვე მაქვს, რომელიც ახალი ვიზის მიღებაზე განცხადების ჩაბარების მომენტში ჯერ კიდევ მოქმედია, შემიძლია თუ არა მქონდეს ერთდროულად 2 ვიზა?

არა. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ რუსეთის ვიზა, რომელიც ახალი ვიზის მისაღებად განცხადების ჩაბარების დროს ჯერ კიდევ მოქმედია, აუცილებელია მაგ ვიზით ჩაგვაბაროთ პასპორტი, რადგანაც რუსეთის ინტერესთა სექციამ უნდა გააუქმოს იგი.