ბავშვისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი რუსეთის მოქალაქეა

თუ თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და გსურთ თქვენმა ბავშვმაც მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, აუცილებელია მიმართოთ თბილისში მოქმედ რუსეთის სავიზო ცენტრს სამუშაო საათებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), თან იქონიეთ:

  • თქვენი საზღვარგარეთის ან საერთო სამოქალაქო პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • განმცხადებლის ერტ ფოტოსურათი ზომით 3.5х4.5 სმ და ბავშვის 5 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3.5x4.5 სმ (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
  • ბავშვის დაბადების მოწმობა* (თუ ბავშვი არაკანონიერია, აუცილებელია მამობის დამდგენი დოკუმენტი ან მარტოხელობის დამადასტურებელი საბუთი) და პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დაბადების მოწმობასა და ორივე მშობლის ან მარტოხელა მშობლის პასპორტში სახელის, გვარის და მამის სახელის დაწერილობა უნდა ემთხვეოდეს;
  • ბავშვის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი*, (ბოლო ჩანაწერი საქართველოს იუსტიციის სახლიდან).
  • მეორე მშობლის პიროვნებისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გვარის ან მამის სახელი ცვლილების შემთხვევაში - შესაბამისი დოკუმენტი*;

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული ცნობების სიზუსტეს;
  • დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლს (საფასური ჩართულია მომსახურების მოსაკრებელში);
  • მოგაწვდით ნიმუშებს14-დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობისა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე ** და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მშობლის თანხმობისა ბავშვისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე; ***
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს და მოგაწვდით განაცხადის ნომერს;
  • გადმოგცემთ დოკუმენტების შემოწმებულ კომპლექტს.

სავიზო ცენტრის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს 120 GEL.

შენიშვნა:

* ყველა უცხოური დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი რუსულ ენაზე ინტერესთა სექციის მოთხოვნების შესაბამისად.

** ბავშვის ხელმოწერის ნამდვილობა მოწმდება სანოტარო ჩანაწერით, ან თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით უფლებამოსილ ორგანოში ბავშვის თანდასწრებით.

*** თანხმობის გამცემი მშობლის ხელმოწერა მოწმდება უშუალოდ საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ნოტარიულად. შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მეორე მშობლის თანხმობის ნაცვლად უნდა იქნას წარმოდგენილი ამ მშობლის გარდაცვლილად ცნობის ან უგზოუკვლოდ დაკარგულის ან მისთვის მშობლის უფლების ჩამრთმევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ან ამ მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ან თავისუფალი ფორმის განცხადება იმის შესახებ, რომ განმცხადებელი არ ფლობს ინფორმაციას მეორე მშობლის ადგილსამყოფელის შესახებ, ან მარტოხელა დედობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Записаться на прием