საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი
იმისათვის, რომ გაფორმდეს საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი 10 წლის ვადით, აუცილებელია მიმართოთ თბილისში მოქმედ რუსეთის სავიზო ცენტრს სამუშაო საათებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), თან იქონიეთ:
18 წლის ზევით:
-
მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი;
საზღვარგარეთის პასპორტის არარსებობის ან მისი ვადის გასვლის შემთხვევაში, დასაშვებია შიდა მოქმედი პასპორტის გამოყენებაც.
- ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ).
14 –დან 18 წლამდე:
- მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შიდა პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
- კანონიერი წარმომადგენლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია განცხადების შემტანი მშობლის შესახებ მონაცემები; კანონიერი წარმომადგენლის პასპორტი, სადაც შეტანილია მონაცემები არასრულწლოვანის შესახებ; მეურვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები);
- კანონიერი წარმომადგენლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, შიდა პასპორტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი).
14 წლამდე:
- მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
- ბავშვის დაბადების მოწმობა, რომელიც შეიცავს რუსეთის მოქალაქეობის არსებობის დამადასტურებელ მონაცემებს;
- კანონიერი წარმომადგენლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია განცხადების შემტანი მშობლის შესახებ მონაცემები; კანონიერი წარმომადგენლის პასპორტი, სადაც შეტანილია მონაცემები არასრულწლოვანის შესახებ; მეურვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები);
- კანონიერი წარმომადგენლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, შიდა პასპორტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი).
ჩვენი სპეციალისტი:
- შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული ცნობების სიზუსტეს;
- აუცილებლობის შემთხვევაში, დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლს;
- შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს და მოგაწვდით განაცხადის ნომერს;
- ჩაგწერთ მიღებაზე საკონსულო განყოფილებაში და გადმოგცემთ შემოწმებული დოკუმენტების შეკვრას.
სავიზო ცენტრის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს 90 GEL.