მინდობილობა
მინდობილობის ნოტარიალურად დასამოწმებლად განმცხადებელმა აუცილებელია მიმართოს რუსეთის სავიზო ცენტრს თბილისში, სამუშაო დროის ფარგლებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), ამასთან თან უნდა იქონიოს:
- საზღვარგარეთის და შინაგანი პასპორტები;
- რწმუნებული პირის პასპორტების ასლები;
- იმ შემთხვევაში თუ ფორმდება მინდობილობა ქონების განკარგვაზე, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს საკუთრებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ჩვენი სპეციალისტი:
- შეამოწმებს დოკუმენტებს და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე მოამზადებს მინდობილობის ტექსტს;
- განმცხადებელს ჩაწერს მიღებაზე საელჩოს საკონსულო განყოფილებაში;
- გადასცემს განმცხადებელს ამობეჭდილ მინდობილობის პროექტსა და მონაცემებს ჩაწერის თაობაზე.
სასერვისო მოსაკრებელი სავიზო ცენტრის მომსახურებაზე შეადგენს 50 ლარს.